იესო ნავეს ძე. Chapter 16

1 ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.
2 ბეთელიდან საზღვარი მიდის ღუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან.
3 ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე, და წყდება ზღვასთან.
4 ეს დაიმკვიდრეს იოსების შვილებმა - მენაშემ და ეფრემმა.
5 ჰქონდათ საზღვარი ეფრემიანებს მათ საგვარეულოთა მიხედვით; მათი სამკვიდროს აღმოსავლეთი საზღვარი იყო ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე.
6 მიდის საზღვარი ზღვისკენ მიქმეთათის ჩრდილოეთით და უხვევს საზღვარი თაანათ-შილოს აღმოსავლეთით და ჩაუვლის მას იანოხის აღმოსავლეთით.
7 ეშვება იანოხიდან ყატაროთამდე და ნაყარათამდე, სწვდება იერიხონს და ჩადის იორდანეზე.
8 თაფუახიდან მიდის საზღვარი ზღვისკენ, კანას ხევით და წყდება ზღვასთან. ეს არის ეფრემიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
9 მენაშეანთა სამკვიდროში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემიანებს ქალაქები, ყველა ქალაქი თავისი დაბებითურთ.
10 არ აუყრიათ მათ გაზერში მცხოვრები ქანაანელები. და დღემდე ცხოვრობენ ქანაანელები ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.