იესო ნავეს ძე. Chapter 12

1 აი, მეფეები, რომლებიც დაამარცხა იესომ და რომელთა ქვეყნებიც დაიკავეს მათ იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი დაბლობი აღმოსავლეთით:
2 სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
3 დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე;
4 ყოგის ქვეყანა, ბაშანის მეფისა, უკანასკნელი რეფაიმის, რომელიც ცხოვრობდა აშთაროთსა და ედრეიში,
5 და ეჭირა ხერმონის მთა, სალქა და მთელი ბაშანი გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და ნახევარი გალაადი სიხონ ხეშბონის მეფის საზღვრამდე.
6 მოსემ, უფლის მორჩილმა, და ისრაელიანებმა დახოცეს ისინი და მისცა ეს ქვეყანა მოსემ, უფლის მორჩილმა, სამკვიდროდ რეუბენს, გადსა და მენაშეს შტოს ნახევარს.
7 აი, იმ ქვეყნის მეფეები, რომლებიც დაამარცხეს იესომ და ისრაელიანებმა იორდანეს გაღმა დასავლეთით ლიბანის დაბლობზე, ბაყალ-გადიდან ხალაკის მთამდე, სეყირის აღმა (ეს მისცა იესომ ისრაელის შტოებს სამკვიდროდ ერთმანეთში დასანაწილებლად),
8 მთაში და ბარში, ველზე, მთის კალთებზე, უდაბნოში და ნეგებში - ხეთელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, ფერიზელთა, ხივიელთა, და იებუსელთა ქვეყნებისა:
9 იერიხონის მეფე - ერთი; მეფე ჰაყაისა ბეთილის გვერდით რომ არის - ერთი;
10 იერუსალიმის მეფე - ერთი; ხებრონის მეფე - ერთი;
11 იარმუთის მეფე - ერთი; ლაქიშის მეფე - ერთი;
12 ყეგლონის მეფე - ერთი; გეზერის მეფე - ერთი;
13 დაბირის მეფე - ერთი; გედერის მეფე - ერთი;
14 ხორმას მეფე - ერთი; ღერადის მეფე - ერთი;
15 ლიბნას მეფე - ერთი; ყადულამის მეფე - ერთი;
16 მაკედას მეფე - ერთი; ბეთელის მეფე - ერთი;
17 თაფუახის მეფე - ერთი; ნეფერის მეფე - ერთი;
18 აფეკის მეფე - ერთი; ლაშარონის მეფე - ერთი;
19 მადონის მეფე - ერთი; ხაცორის მეფე - ერთი;
20 შიმრონ-მერონის მეფე - ერთი; აქშაფის მეფე - ერთი;
21 თაყანაქის მეფე - ერთი; მეგიდოს მეფე - ერთი;
22 კედეშის მეფე - ერთი; იოკნეყამის მეფე ქარმელში - ერთი;
23 დორის მეფე ნაფათ-დორში - ერთი; გოიმის მეფე გილგალში - ერთი;
24 თირცას მეფე - ერთი. სულ ოცდათერთმეტი მეფე.