ქებათა-ქება სოლომონისა. Chapter 3

1 ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
2 ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
3 შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?
4 ოდენ განვშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული; დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.
5 გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!
6 ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურრითა და გუნდრუკით კმეული და მენელრცხებელთა ყოველი სურნელით?
7 აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა.
8 თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეული შიშის გამო.
9 ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან.
10 სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა. სანიდაყვენი - ოქროსაგან, საყდარი - მეწამული ქსოვილისაგან, შიგნიდან სიყვარულით მოქარგეს იერუსალიმის ასულებმა.
11 გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინითურთ, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.