იერემია წინასწარმეტყველი. Chapter 45

1 სიტყვა, რომელიც უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქ ნერიას ძეს, როცა მან იერემიას კარნახით წიგნში ჩაწერა ეს სიტყვები იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეოთხე წელს.
2 ასე ამბობს შენზე უფალი, ისრაელის ღმერთი, ბარუქ!
3 გითქვამს: ვაგლახ მე! კიდევ მიუსართა უფალმა წუხილი ჩემს სატანჯველსო! ქანცი გამიწყდა კვნესისგან და ვერ ვპოვე შვებაო.
4 ასე უთხარიო მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ჩემს აშენებულს მევე დავანგრევ და ჩემს დარგულს მევე ამოვძირკვავ. ჩემია მთელი ეს ქვეყანა!
5 შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ, რადგან, უბედურება უნდა დავათიო ყოველ ხორციელს, ამბობს უფალი, შენ კი საკუთარ სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაგ კი წახვალ.