მიქა წინასწარმეტყველი. Chapter 5

1 შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.
2 ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. მ
3 ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე
4 და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარრზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს.
5 დამწყესავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ჩვენს საზღვრებში მემოდგამს ფეხს.
6 და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; აღარ ექნება კაცის იმედი და აღარ დაენდობა ადამიანებს.
7 და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში; თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მხსნელი.
8 აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე.
9 მაშინ იქნება, ამბობს უფალი, რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ;
10 გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხე-სიმაგრეს;
11 ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები;
12 შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს;
13 ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან და დავაქცევ შენს ქალაქებს.
14 რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა.