ფსალმუნნი. Chapter 53

1 გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
2 როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალება.
3 ღმერთო! შენი სახელით მიშველე და შენი ძალით გამასამართლე.
4 ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა, მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა.
5 რადგან უცხონი აღიძრენ ჩემზე და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი, არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. სელა.
6 აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი:
7 მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი.
8 ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კარგია.
9 რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.