ფსალმუნნი. Chapter 115

1 მწამდა, როცა ვიტყოდი: გავიტანჯე ფრიად.
2 ვთქვი ჩემი აჩქარებისას: ყოველი კაცი ცრუა.
3 რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო?
4 თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ.
5 ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.
6 მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა.
7 გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები.
8 შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
9 ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.
10 უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი!