ფსალმუნნი. Chapter 146

1 ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
2 ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
3 განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
4 დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
5 დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.
6 გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.
7 გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით.
8 რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
9 აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
10 არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
11 ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.