ფსალმუნნი. Chapter 140

1 ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
2 წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.
3 დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.
4 არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას.
5 დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.
6 დაიმსხვრნენ კლდის კიდეებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია.
7 ვითარცა დახნან და გააპონ მიწაა. დაიფანტება ძვლები ჩვენი ჯოჯოხეთის ყბაში.
8 რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ- ნუ დააქცევ ჩემს სულს.
9 დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.
10 გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.