ფსალმუნნი. Chapter 119

1 გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
2 უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან.
3 რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
4 მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
5 ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
6 დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
7 მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.