ფსალმუნნი. Chapter 137

1 დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.
2 თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.
3 რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.
4 განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.
5 და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.
6 რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.
7 თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.
8 უფალი აღასრულებს ჩემს მაგიერ; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვო ხელთა შენთა ნამოქმედარი.