ფსალმუნნი. Chapter 133

1 გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
2 ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
3 გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.