ფსალმუნნი. Chapter 128

1 გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა.
2 მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს.
3 ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.
4 უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.
5 შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.
6 იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება.
7 რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.
8 და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით.