ფსალმუნნი. Chapter 121

1 გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ.
2 იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!
3 იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული.
4 რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა.
5 რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
6 ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი.
7 იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში.
8 ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ!
9 ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.