ფსალმუნნი. Chapter 127

1 გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
2 შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
3 ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
4 აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.
5 გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე.
6 იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!