ფსალმუნნი. Chapter 123

1 გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა,
2 უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი,
3 მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.
4 მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს.
5 ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
6 კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.
7 ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.
8 ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.