ფსალმუნნი. Chapter 97

1 ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
2 განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
3 გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
4 შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
5 უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
6 რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.
7 ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
8 მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.
9 უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.