ფსალმუნნი. Chapter 13

1 ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
2 უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
3 ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.
4 ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
5 იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.
6 თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.
7 ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას? ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავის ხალხის ტყვეობას, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.