ფსალმუნნი. Chapter 25

1 დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
2 გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.
3 რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.
4 არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.
5 შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
6 ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
7 რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
8 უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
9 ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან.
10 რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.
11 ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე.
12 სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.