ესთერი. Chapter 10

1 დაადო ხარკი მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.
2 მისი სიქველისა და გმირობის საქმე, მარდოქაის დიდების ამბავი, როგორ განადიდა იგი მეფემ, მიდიელ და სპარსელ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
3 რადგან იუდაელი მარდოქაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, იუდაელთა შორის განდიდებული და დაფასებული თავის მრავალრიცხოვან მოძმეთა შორის, სიკეთის მაძიებელი თავის ერისათვის და სიტყვის შემწევი მთელი თავისი მოდგმის სამშვიდობოდ.