იობი. Chapter 26

1 მიუგო იობმა და უთხრა:
2 როდის შეწევნიხარ უძლურს? როდის აგიპყრია მკლავი უმწეოსთვის?
3 რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?
4 ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
5 აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
6 გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.
7 განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
8 ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;
9 შებურა მთვარის პირისახე, თავის ნისლი შემოატა ირგვლივ;
10 შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;
11 ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის მუქარაზე;
12 თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით მოკლა გველეშაპი;
13 მისი სულით გაბრწყინდა ცა, განგმირა მისმა ხელმა გაქცეული გველი.
14 აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?