ოსია წინასწარმეტყველი. Chapter 6

1 წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.
2 ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე.
3 შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.
4 რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება.
5 ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა.
6 რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი.
7 ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე.
8 ბოროტმოქმედთა ქალაქია გალაადი, კვალსისხლიანი.
9 როგორც ყაჩაღები უსაფრდებიან კაცს, ასევე იქცევა მღვდლების ხროვა, ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან.
10 სისაძაგლენი დავინახე ისრაელის სახლში; იქ არის ეფრემის გარყვნილება, ისრაელის უწმიდურება.
11 შენზეც მოაწევს მკის ჟამი, იუდა, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ერს!