ფსალმუნნი. Chapter 11

1 დავითის საგალობელი რვასიმიან საკრავზე, გუნდის ლოტბარს.
2 მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
3 ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
4 მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
5 რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
6 ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
7 უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
8 უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.
9 ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან.