ფსალმუნნი. Chapter 151

1 მე უმცროსი ვიყავ ჩემს ძმათა შორის, ჭაბუკი ვიყავ მამაჩემის სახლში. ვმწყემსავდი მამაჩემის ცხვარს.
2 ჩემმა ხელებმა ორგანონი გამართეს, ჩემი თითები ქნარს აწყობდნენ.
3 ვინ აუწყებდა ჩემს უფალს ჩემზე? თავად უფალმა, თავად მისმინა.
4 თავად გამომიგზავნა თავისი მაცნე. წამომიყვანა მამაჩემის ცხვრიდან. და მცხო ზეთი თავისი ცხებისა.
5 ჩემი ძმანი მშვენიერნი და ტანადნი იყვნენ, მაგრამ ისინი არ ინდომა უფალმა.
6 მე გამოვედი უცხო თესლ-ტომთან საომრად და დამწყევლა მან თავისი კერპებით.
7 მაგრამ მე ამოვართვი მას მახვილი, წავკვეთე თავი და სირცხვილს გადავარჩინე ისრაელიანნი.