ფსალმუნნი. Chapter 150

1 ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.
2 ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.
3 ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
4 ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.
5 ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
6 ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!