ფსალმუნნი. Chapter 145

1 ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
2 ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
3 იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა.
4 ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.
5 ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.
6 რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე;
7 იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს.
8 უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი.
9 უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს.
10 იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში. ადიდეთ უფალი!