ფსალმუნნი. Chapter 147

1 აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
2 რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან.
3 დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს.
4 ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი.
5 წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
6 გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
7 მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
8 ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს.
9 არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი!