ფსალმუნნი. Chapter 66

1 გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა.
2 ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.
3 რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.
4 გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად.
5 გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.
6 გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად.
7 მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
8 გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.