ფსალმუნნი. Chapter 60

1 გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა.
2 ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
3 ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ.
4 რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.
5 ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა.
6 რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.
7 დღეები მოუმატე მეფის დღეებს, მისი წლები - თაობიდან თაობამდე.
8 იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.
9 ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე.