ფსალმუნნი. Chapter 22

1 საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
2 ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
3 სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
4 შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
5 გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.
6 ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.