პირველი ნეშტთა. Chapter 25

1 დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
2 ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია, აშარელა - ასაფის ძენი, რომელნიც ასაფის ლოტბარობითა და მეფის ხელმძღვანელობით უკრავდნენ.
3 იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, ესაია, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ - ექვსნი. თავიანთი მამის იედუთუნის ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს.
4 ჰემანისგან, ჰემანის ძენი: ბუკიაჰუ, მათანიაჰუ, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი, იაშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი.
5 ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის მისანი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს თორმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა.
6 ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.
7 უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა.
8 სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ.
9 პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისთვის, მეორე - გედალიაჰუს; იგი, მისი ძმები და შვილები - თორმეტნი.
10 მესამე - ზაქურს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
11 მეოთხე - იცრის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
12 მეხუთე - ნეთანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
13 მეექვსე ბუკიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
14 მეშვიდე - იეშარელას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
15 მეცხრე - მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
16 მეათე - შიმყას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
17 მეთერთმეტე - ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
18 მეთორმეტე - ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
19 მეცამეტე - შუბაელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
20 მეთოთხმეტე - მათითიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
21 მეთხუთმეტე - იერემოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
22 მეთექვსმეტე - ხანანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
23 მეჩვიდმეტე - იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი- თორმეტნი.
24 მეთვრამეტე - ხანანის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
25 მეცხრამეტე - მალოთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
26 მეოცე - ელიათას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
27 ოცდამეერთე - ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი -თორმეტნი.
28 ოცდამეორე - გიდალთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
29 ოცდამესამე - მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
30 ოცდამეოთხე - რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.