ფსალმუნნი. Chapter 149

1 ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.
2 ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.
3 განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
4 რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.
5 იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
6 ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.
7 რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები.
8 შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.
9 განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი!