ფსალმუნნი. Chapter 122

1 გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
2 აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
3 შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით.
4 საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და ამპარტავანთა სიძულვილით.