ფსალმუნნი. Chapter 3

1 ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს.
2 უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.
3 ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა.
4 და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.
5 ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან. სელა.
6 ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.
7 ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.
8 აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს.
9 უფლისაგან არის ხსნა და ქენი კურთხევა შენს ერზე. სელა.