ფსალმუნნი. Chapter 86

1 კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
2 უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
3 ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.
4 გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.
5 სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
6 უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.
7 მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.