ფსალმუნნი. Chapter 129

1 გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
2 უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
3 თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
4 მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.
5 მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
6 სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,
7 ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
8 და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.