ფსალმუნნი. Chapter 120

1 გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
2 ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.
3 არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
4 აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
5 უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
6 დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
7 უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
8 უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.